უკრაინელი სამხედროების და უკრაინის სამხედრო ძალების კვლევების თანახმად, დასავლური წარმოების წარმოების ზოგიერთი ზუსტი იარაღი, რომელიც უკრაინას მიეწოდება, ბრძოლის ველზე არაეფექტური აღმოჩნდა და მათი სიზუსტე მკვეთრად შემცირდა რუსების მიერ შექმნილი შეფერხებების გამო, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი".
გამოცემის ცნობით, ორ კონფიდენციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მართვადი ჭურვები კარგად მუშაობდნენ, როდესაც პირველად მოხვდნენ ბრძოლის ველზე, მაგრამ დაკარგეს ეფექტურობა რადგან რუსეთის ჯარებმა შეძლეს ადაპტირება, ხოლო საარტილერიო დანაყოფების ორი მეთაურის თქმით, შექმნილმა პრობლემამ უკრაინელი სამხედროები აიძულა შეეწყვიტათ ზოგიერთი ზეზუსტი მართვადი იარაღის გამოყენება.
ყოველი ომი ერთგვარი ლაბორატორიაა შეიარაღებისთვის და უკრაინაში შეიქმნა პოლიგონი ისეთი იარაღის გამოცდისთვის, რომელიც მსგავსი დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური მტრის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. რუსეთმა განათავსა რადიოელექტრონული თავდაცვის სისტემები განათავსა შტაბები და სამეთაურო ცენტრების ირგვლივ ანუ უკრაინული ზუსტი მართვადი იარაღის შესაძლო სტატიკური სამიზნეების ირგვლივ და ეს სისტემები ახშობენ სიგნალებს, რომელთა მეშვეობითაც იმართება რაკეტები და ჭურვები. შედეგად, Excalibur მართვადი საარტილერიო რაკეტებმა, JDAM-ის და HIMARS-ის დაკარგეს ეფექტურობა. ამიტომ აღარ გვესმის ისეთი თავდასხმების შესახებ, როგორიც იყო ომის დასაწყისში, როდესაც HIMARS-მა შეძლო რუსი გენერლების ლიკვიდაცია.
ერთ-ერთ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, დადასტურებული წარმატებული დარტყმების წილი შემცირდა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში მაღალი 55 პროცენტიდან ივლისში 7 პროცენტამდე და აგვისტოში 6 პროცენტამდე ანუ იმ თვეებში, როდესაც უკრაინის კონტრშეტევის პიკი იყო. ერთ მომენტში Excalibur-ის 19 რაკეტიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს. წარმატებული დარტყმის ღირებულება 300 ათასი დოლარიდან 1,9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
სამხედრო მკვლევართა თქმით, რუსული რადიოელექტრონული ჩამხშობი სისტემები არ წარმოადგენს დაუძლეველ წინააღმდეგობას, მაგრამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქნილობა და პროგრამული სისტემების მუდმივი განახლებაა საჭირო.
უფრო მეტი თანამედროვე იარაღის და მის მიწოდების საკითხში მეტი მოქნილობის საჭიროების შესახებ მუდმივად საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ახლახან, 21 მაისს, ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორი "სრულიად ინფორმირებულია" "გადაუდებელი საჭიროებების" და "რეალური ფრონტის სიტუაციის" შესახებ.
„მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოს, ყველა ლიდერის, ყველა პარტნიორი თავდაცვის მინისტრისა და პარტნიორი შტაბის უფროსის, რომლებიც ნამდვილად მზად არიან დასახმარებლად და დაპირებების შესასრულებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ იარაღი ფრონტის ხაზზე საჭიროა ახლა „ამ კვირებში და არა სადღაც ზაფხულში“.