ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში შობას პირველ ოქტომბერს აღნიშნავენ.
მადურომ ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ჯერ სექტემბერია და უკვე შობის სურნელი იგრძნობა.
„ამიტომ, წელს, თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატავად, მე გავცემ განკარგულებას შობის პირველ ოქტომბერს აღნიშვნის შესახებ“, – განაცხადა მადურომ.