ვენესუელის გადაყენებული ლიდერი ნიკოლას მადურო ბრუკლინის დაკავების იზოლატორიდან აშშ-ის დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში გადაიყვანეს.
მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი დღეს პირველად წარდგებიან მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინაშე. მადუროს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში.




