„ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში შექმნას ახალი ესკალაციის გამართლება“ – ასე უპასუხა  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიის, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე.

რაც შეეხება იარაღს, ჩვენ ასევე გვაქვს შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მათი შეშფოთებაც. სწორედ ამ მიზეზით წარვუდგინეთ წინადადება აზერბაიჯანს, რომ ჩამოვაყალიბოთ შეიარაღების ურთიერთკონტროლის მექანიზმი და ველოდებით მათ პასუხს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა armenpress.am-თან

შეგახსენებთ, ილჰამ ალიევმა განაცხადა:  სომხური სახელმწიფო არსებითად ფაშისტური სახელმწიფოა - ფაშიზმი უნდა განადგურდეს, მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა ან ჩვენ გავანადგურებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს