ინფორმაციას ამის შესახებ „არმენპრესი“ ავრცელებს.
სომხეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი კუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
სომხური მედიის ცნობით, ავარიასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ავარიაში მონაწილე ავტობუსი ნიკოლ ფაშინიანის „იღბლიან ავტობუსთან“ ერთად, ლორის რეგიონში მიემგზავრებოდა.




