სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.
არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის: ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება"; ბლოკი "ძლიერი სომხეთი", რომელსაც სათავეში რუსი მილიარდერი, სამრეწველო-სამშენებლო ჯგუფ "ტაშირის" ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი უდგას; ბლოკი "სომხეთი", რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" და ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტია "ერთიანობის ფრთები".




