სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვიდრე სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს არ შეიტანს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება "ალოგიკურია."

"სანამ სომხეთი ოფიციალურად არ განაცხადებს ევროკავშირის წევრობაზე ან ძალიან ახლოს არ იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია, რადგან ამის საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს," - განაცხადა ფაშინიანი.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად "ტრანსფორმაციის ფაზაშია."

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ტრანსფორმაციის ფაზაშია და მე ამას დადებითად ვუყურებ," - თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების რამდენიმე სხვა ლიდერმა სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზეს.