სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში "მშვიდობის საბჭოს" საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება.

"მშვიდობის საბჭოს" წევრად დაახლოებით მსოფლიოს 60 ლიდერია მიწვეული, რომელთაგან ზოგიერთი, მათ შორის სომხეთი, დამფუძნებელი წევრები არიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "მშვიდობის საბჭოს" თავმჯდომარეა.