ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NL Times-ი ავრცელებს.
ნიდერლანდელი პარლამენტის წევრები მმართველი კოალიციიდან („დემოკრატები 66“, „მემარცხენე მწვანეები-ლეიბორისტები“ და „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“), ქალების ოჯახში ძალადობისგან უკეთ დასაცავად, ბრიტანეთის „კლერის კანონის“ მსგავსი ახალი კანონის მიღებას მოითხოვენ.
მედიის ცნობით, შემოთავაზებული კანონმდებლობა მსხვერპლებსა და მათ ახლობლებს საშუალებას მისცემს, პოლიციისგან მოითხოვონ ინფორმაცია პარტნიორული ძალადობის შემთხვევების შესახებ.
„დემოკრატები 66“-ის წარმომადგენელმა კანონის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა ასე ახსნა: „ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა, როგორც წესი, არ იციან, რომ მათი პარტნიორი ადრე ძალადობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. ამავდროულად, დამნაშავეებს ხშირად აქვთ ძალადობის ისტორია“.
კოალიციამ სახელმწიფო მდივანს სთხოვა, შეისწავლოს მსგავსი კანონის ნიდერლანდებში მიღების შესაძლებლობა. კლერის კანონს გაერთიანებულ სამეფოში სახელი დაერქვა ქალის, კლერ ვუდის, პატივსაცემად. ვუდი, რომელმაც არაფერი იცოდა პარტნიორის კრიმინალური წარსულის შესახებ, 2009 წელს ყოფილმა შეყვარებულმა, ჯორჯ ეპლტონმა, მას შემდეგ მოკლა, რაც მათი ურთიერთობა 2008 წლის ბოლოს დასრულდა ეპლტონის ქცევისა და ღალატის გამო. მოკლა. ვუდმა პოლიციაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეპლტონი მის დაშინებას ცდილობდა, ქონებას აზიანებდა, მოკვლით ემუქრებოდა და სექსუალურად ძალადობდა. პოლიციამ დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ ეპლტონი ძალიან საშიში იყო, კლერი ვუდს კი არ ჰქონდათ წვდომა ამ ინფორმაციაზე.
2009 წლის დასაწყისში ვუდის უსიცოცხლო ცხედარი იპოვეს. ეპლტონმა ის დაახრჩო, მისი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ თავი მოიკლა. ვუდის მამა იბრძოდა სამართლებრივი რეფორმისთვის, დარწმუნებული იყო, რომ კლერი ცოცხალი იქნებოდა, თუ მას ეპლტონის ძალადობრივი წარსულის შესახებ ეცოდინებოდა. ამ კამპანიამ დაახლოებით ათი წლის წინ დიდ ბრიტანეთში „კლერის კანონის“ მიღება გამოიწვია.
ნიდერლანდელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა არა მხოლოდ მსხვერპლებს, არამედ ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უნდა ჰქონდეთ.
ხშირად დედა (ან და) ხედავს, რომ მისი ქალიშვილი (ან და) სულ უფრო ხშირად ექცევა არცთუ უსაფრთხო სიტუაციაში. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია და ახსნას, რატომ ვერაა რაღაც რიგზე, ბოლოდროინდელი სასამართლო საქმე, რომელშიც დედამ თავიდანვე იგრძნო, რომ მისი ქალიშვილი საფრთხეში იყო, გვიჩვენებს, რომ თუ დედა პოლიციაში წავიდოდა და ინფორმაციაზე წვდომას მიიღებდა, მისი ქალიშვილი შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ, „დემოკრატები 66“, გაიმარჯვა.




