ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე, 148 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყრის შედეგად ნეპალში დედაქალაქ კატმანდუსთან დამაკავშირებელი გზატკეცილების უმეტესობა ჩაიხერგა, ათასობით სახლი დაიტბორა. 

პოლიცია აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 3 600 ადამიანი გადაარჩინეს. რიგ შემთხვევაში წყალდიდობის გამო მაშველებს საბაგირო ტრანსპორტის გამოყენება მოუწიათ.

მთავრობამ მოსახლეობას არასაჭირო გადაადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და კატმანდუს ხეობაში ღამით მანქანით მოძრაობა აკრძალა.