ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით, ევროპა ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტებს შორის, მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს.
ამის შესახებ მან აშშ-ში, ნატო-ს მომავალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
უიტაკერის თქმით, აშშ-ს წამყვანი როლი აქვს ნატოში და შესაბამისად გამოყოფს თანხებსაც. თუმცა, ის მოკავშირეებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ აშშ-ს ეროვნულ სტრატეგიას.
„ეს ფუნდამენტური დოკუმენტები, განსაზღვრავს ჩვენ ფილოსოფიას. ამ დროისთვის ეს ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენი სამშობლო პირველ ადგილზეა. მეორეზე – ჩვენი , დასავლეთ ნახევარსფერო. მესამეზე – წყნარი ოკეანის რეგიონი, მეოთხეზე კი – ევროპამ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ უარს ამბობს ევროპაზე. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ ევროპელებს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, მათ გადადგან ნაბიჯი წინ. დაგვეწიონ და შეგვხვდნენ იქ, სადაც საჭიროა რომ ყველანი ვიყოთ“, – განაცხადა უიტაკერმა.
აშშ-ს წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მომავალი გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთის ქმედებები წყნარი ოკეანის რეგიონში, შეიძლება დაემთხვეს რუსეთის მოქმედებებს ევროპაში, განსაკუთრებით მათ, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ს კონტინგენტის დაბლოკვას ევროპის კონტინენტზე.




