ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ ტაიმსი“ ავრცელებს.
მომავალ კვირას, ჰააგაში, ნატოს სამიტი გაიმართება. როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრები სამ ეტაპად იმართება, თითოეული 2.5 საათის ხანგრძლივობით. ამჯერად გადაწყდა ერთი მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება. ამავდროულად, სამიტის კომუნიკე შედგენილი იქნება ხუთ აბზაცად ერთ A4 გვერდზე, მაშინ როდესაც ადრე დოკუმენტი შედგებოდა ათობით აბზაცისგან, რომლებიც რამდენიმე გვერდს იკავებდა.
„ფაინენშელ ტაიმსის“, შემდეგ კი სხვა ~საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ორგანიზატორებმა სამიტი თავდაპირველად დაგეგმილი სამეტაპიანიდან ერთ ორსაათნახევრიან ეტაპამდე შეამცირეს, რათა ტრამპს არ მობეზრდეს, კანადის G7 სამიტის მსგავსად ნაადრევად არ დატოვოს და შემდეგ სოციალურ ქსელში ლიდერები გააკრიტიკოს.
ამგვარად, ნატოს სამიტი რაც შეიძლება ხანმოკლე იქნება და მთავარ თემაზე - სამხედრო ბლოკის ქვეყნებს შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. შეხვედრის მთავარი მიზანია ალიანსის წევრი სახელმწიფოების წახალისება, გაზარდონ თავიანთი ბიუჯეტის მთლიანი შენატანები მშპ-ს 5%-მდე, საიდანაც 3.5% მიმართული იქნება პირდაპირ სამხედრო დაფინანსებაზე, ხოლო 1.5% - დამხმარე დაფინანსებაზე.