NATO-მ არქტიკაში სამხედრო მისია Arctic Sentry დაიწყო, რომლის მიზანიც რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ძალების წარმომადგენლობის გაძლიერებაა.
როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, სამხედრო მისია Arctic Sentry კოორდინაციაში იქნება რეგიონში ალიანსის მოკავშირეების წვრთნებთან, მათ შორის, დანიის მისია Arctic Endurance on Greenland-თან.
"მისიის მიზანია, ხაზი გაუსვას, ალიანსის ვალდებულებას, დაიცვას მისი წევრები და ხელი შეუწყოს სტაბილურობას სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ეკოლოგიურად რთულ რეგიონში". - თქვა აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურმა და NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესმა მეთაურმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩმა.
არქტიკაში NATO-ს სამხედრო მისიის შესახებ საუბარი დონალდ ტრამპისა და ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როდესაც რუტემ განაცხადა, რომ NATO არქტიკის დაცვაში საკუთარ როლს გააფართოებდა.




