კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ სახელი დაიბრუნა და ნაოეროს რესპუბლიკა გახდა.

წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ნაურუმ ოფიციალურად დაიბრუნა თავისი ტრადიციული სახელი და გახდა ნაოეროს რესპუბლიკა.

მაისში ნაურუს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილება სახელწოდების შესაცვლელად, ხოლო პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა ოთხშაბათს გვიან სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ამ საკითხზე ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების გეგმები გაუქმდა. მან განაცხადა, რომ ცვლილება ასახავს ერის არსებულ იდენტობას და არა ახალს, რომელიც დამტკიცებას მოითხოვს.

ნაოეროს რესპუბლიკის ფართობი 21.3 კვადრატული კილომეტრია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოს ვატიკანის და მონაკოს შემდეგ. ნაოეროს რესპუბლიკაში 12 000 კაცი ცხოვრობს.