მოსკოვის ოლქში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ელშან იბრაჰიმოვი რუსეთიდან გააძევეს.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვი ბაქოში „აეროფლოტის“ საღამოს რეისით გაფრინდება.
წინასწარი ინფორმაციით, ის ამჟამად შერემეტიევოს აეროპორტში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ ჩამოერთვა.
თარგმანი: პირველი არხი