მოსახლეობის რაოდენობის მხრივ გერმანიის ყველაზე დიდი მიწის, ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიის, ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, 2020 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით თითქმის სამჯერ გააუმჯობესა შედეგი

გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიის მიწის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქრისტან-დემოკრატიული კავშირი კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. 
 
პარტიამ წინა არჩევნებში ნაჩვენები შედეგი 1%-ით გააუარესა, თუმცა გაზარდა სხვაობა მეიორე ადგილზე გასულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც ხმების 2,2% დაკარგა და 2,3-ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

ამ უკანასკნელთან თანამშრომლობას, მათ მიერ ბოლო ხანებში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა გამორიცხავს.

არჩევნები ყველაზე წარუმატებელი მწვანეებისთვის იყო. მათ 2020 წლის არჩევნებთან შედარებით 6,5%-ით უფრო ნაკლები ხმა მიიღეს.