მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის პრორუს ლიდერს, ევგენია გოცულს, ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაადო. სანქცირების მიზეზი "რეგიონში სეპარატიზმისთვის ხელის შეწყობა გახდა".

გუცულის გარდა სანქციები შეეხოთ გაგაუზიის სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის რესპუბლიკის ლიდერის მოადგილეს კავშირგაბმულობისა და მედიის საკითხებში მიხაილ ვლახს, საგარეო კავშირების სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილეს იური კუზნეცოვს, სააღმსრულებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და ეროვნული ყრილობის დეპუტატს ილია გუზუნს.

სანქციები ასევე შეეხო რუსეთში ბაზირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიას და მის დირექტორს ნელი პარუტენკოს. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით ორგანიზაცია საზღვარგარეთ, მათ შორის მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებს. 

სანქციები პირებისთვისა და ორგანიზაციებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვას გულისხმობს. ასევე სანქცირებულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ.

"მოლდოვა რუსეთის მხრიდან ეჩეხება დესტაბილიზაციის პირდაპირ და აშკარა მცდელობებს. ეს არის სუვერენული ქვეყნისა და მისი დემოკრატიული არსებობის პირდაპირი საფრთხე". – თქვა უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.