მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ევროინტეგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა ნულს მიუახლოვდა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტის თანახმად,  უბნების 98,28%-ის ბიუილეტენების გადათვლის შემდეგ ევროინტეგრაციის მოხრეებს  730100 ხმა (50,00%) აქვთ, ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებს კი 730021 (50.00%).