მოლდოვის მთავრობამ შეადგინა იმ პირთა სია, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, სიაში არის ვლადიმერ პუტინიც. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმა, დორინ რეჩანმა TV8-სთან საუბარში განაცხადა. 

რეჩანის თქმით, სიაში შეიყვანეს რუსეთის ოფიციალური პირები, ასევე არტისტები და ცნობადი სახეები, რომლებიც პროპაგანდირებენ და მხარს უჭერენ უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებრივ ომს.

"ეს სია არ არის საჯარო, ის ჩვენ შესაბამის უწყებებს აქვთ. ამ სიაში მყოფი პირები გაიგებენ, რომ მოლდოვაში შესვლა ეკრძალებათ. ბევრმა მათგანმა ამის შესახებ უკვე იცის. ეს საკმაოდ გრძელი სიაა. ამ სიაში არის ვლადიმერ პუტინიც",- განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

ამასთანავე დორინ რეჩანმა არ გამორიცხა, რომ რაღაც ეტაპზე სია შესაძლოა საჯაროც გახდეს.