მოლდოვის პარლამენტმა კენჭი უყარა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სფეროებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესებას. ამ ნაბიჯის მიზეზი გაზსა და საწვავზე მზარდი ფასები, ასევე დნესტრში წყლის დონის შემცირებაა, წერს ტელეკომპანია TV Moldova თავის ვებგვერდზე.
აღინიშნება, რომ საგანგებო ზომების შემოღებას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 20 იყო, ხოლო პარლამენტის კიდევ 22-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ძალაში 26 სექტემბერს შევა.
როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა განმარტა, ქვეყანა ენერგო და წყალმომარაგების კრიზისის საფრთხის წინაშე მთელი რიგი ფაქტორების გამო აღმოჩნდა, მათ შორის, ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომებისა და გვალვის გამო, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურების მუშაობაზე.




