ბაქოს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო კავშირის კონფერენციის მე-20 სესიაში მონაწილეობის მისაღებად ირანის ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე მოჰამად ბაგერ ღალიბაფი ჩავიდა.
24 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო ირანის დელეგაცია, რომელსაც ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს
სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ილჰამ ალიევმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე ირანელმა ხალხმა ბოლო დროს უზარმაზარი ტანჯვა განიცადა და ომში დაღუპულთა სულებს სიმშვიდე უსურვა.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო ომის დროს ირანელი ხალხისა და სახელმწიფოს გვერდით იდგა, ალიევმა ამის ნათელ მაგალითებად ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრები, ასევე სხვადასხვა დონეზე სხვა კონტაქტები და სოლიდარობის გამოხატვა მოიხსენია.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე მიესალმა ომის შეჩერებას. სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გაავრცელა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით.
„მინდა, რომ რეგიონში ომები არ იყოს“, - თქვა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მან კმაყოფილებით გაიხსენა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის წინა ვიზიტი აზერბაიჯანში და ისაუბრა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო კავშირის მე-20 კონფერენციის სესიაში მისი მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ისლამური სოლიდარობის განვითარებას. მისი თქმით, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფის ვიზიტი ასევე კარგ შესაძლებლობას შექმნის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.
ილჰამ ალიევმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობების წარმატებულ განვითარებაზე.
ღალიბაფმა მადლიერება გამოხატა ილჰამ ალიევის, აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხის მიერ ირანისთვის ამ რთულ დროს გაწეული მხარდაჭერისთვის.
სტუმარმა ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანის ირანის საელჩოში სტუმრობისთვის და ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის, ასევე აიათოლა სეიედ მოჯტაბა ჰოსეინი ხამენეისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით გაგზავნილი მილოცვისთვის.
ომი დიდი უბედურება და ტრაგედიაა, - თქვა ღალიფაბმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პერიოდში აზერბაიჯანი ერთგული დარჩა ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების, გასწია ჰუმანიტარული დახმარება და აზერბაიჯანელი ხალხი ირანის გვერდით იდგა. მან დასძინა, რომ ეს სამუდამოდ დარჩება ირანელი ხალხის მეხსიერებაში.
ღალიბაფმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და ირანი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ, რთულ დროსაც კი. მან ეს აზერბაიჯანის და ირანის ერთიანობისა და სოლიდარობის კიდევ ერთ მაგალითად შეაფასა. მისი თქმით, ამ ომმა ირანს ასევე აჩვენა მუსლიმურ ქვეყნებთან კონტაქტების მნიშვნელობა.
ომის დროს ირანმა გაიგო, ვინ იყვნენ მისი მეგობრები და მტრები. აზერბაიჯანი, როგორც მეგობარი ქვეყანა, ირანის გვერდით იდგა, - განაცხადა ღალიბაფმა.
საუბრისას გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალში აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკურად განვითარდება. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აღბენდი-კელალის ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია და რომ ირანზე გამავალი არაზის დერეფანი ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.
შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განიხილეს სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობა.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში გამართულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საპარლამენტო კავშირის კონფერენციის მე-20 სესიაზე განაცხადა, რომ რეგიონული უსაფრთხოება თავად ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ.
მან აღნიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოების თავად რეგიონის ქვეყნების მიერ უზრუნველყოფა არის ირანის პოლიტიკის მთავარ მიზანი.
„არცერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. რეგიონის ეკონომიკა და განვითარება ყველა ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს“, - დასძინა მან.




