მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (КВН) წამყვანი, 82 წლის ალექსანდრ მასლიაკოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ КВН-ის პრესსამსახური იტყობინება.
"ის იყო და სამუდამოდ დარჩება ლეგენდად КВН-ის მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და მილიონობით მაყურებლისთვის, 1964 წლიდან იგი უძღვებოდა КВН-ის პროგრამას, გახდა იუმორისა და სატირის სიმბოლო რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასლიაკოვი იყო ღირსების ორდენის მფლობელი და დიდი წვლილი შეიტანა რუსეთში გასართობი ტელევიზიის განვითარებაში.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ მასლიაკოვს ფილტვების სიმსივნე დაუდგინეს. მასლიაკოვმა 2022 წელს დატოვა იუმორისტული შოუ КВН, რომელსაც იგი 1964 წლიდან უძღვებოდა.
მასლიაკოვი დაიბადა 1941 წლის 24 ნოემბერს სვერდლოვსკში. ის უძღვებოდა გადაცემებს "გამარჯობა, ჩვენ ვეძებთ ნიჭებს!", "ახალგაზრდების მისამართები", "მოდით, ბიჭებო!", "მოდით, გოგოებო!", "წლის სიმღერა".