ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გლობალური სამიტის სამუშაო სესია - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" გაიხსნა.

ამერიკის პირველი ლედი სიტყვით გამოსვლისას ყველა დელეგაციას მიესალმა, მათ შორის საქართველოს.

მელანია ტრამპის თქმით, ფორუმის მიზანია, გარდამტეხი როლი შეასრულოს მომავალი თაობის განვითარებაში.

"დიდი პატივია მსოფლიო ლიდერების, პირველი პირების მეუღლეებისა და ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი კომპანიებისგან შემდგარი ამ შთამბეჭდავი დელეგაციის მიღება. ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვაერთიანებს, მომავალი თაობის გაძლიერება და წინსვლის ხელშეწყობა ტექნოლოგიების და განათლების სფეროში.

როგორც ინდივიდები, ვოცნებობთ, როგორც ლიდერები მივისწრაფვით პროგრესისკენ, როგორც ერები კი, ჩვენ ვაშენებთ.

დღეიდან დავიწყოთ ჩვენი ახალი გლობალური ალიანსის გაძლიერება. ეს არის კავშირი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი შვილების განვითარებაში.

მიხარია, რომ გხედავთ ინიციატივის - "მომავლის ერთად შენება" პირველ შეხვედრაზე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს გზა გავუხსნათ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და განათლებისკენ, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ. იმისათვის, რომ ეს ხედვა რეალურ საქმედ იქცეს, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ აქტიური ჩართულობისკენ" , - განაცხადა მელანია ტრამპმა.