გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.   გზავნილს,  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აქვეყნებს.

„მსურს ქართველ ხალხს გადავცე გულთბილი მილოცვა თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს, როდესაც ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს წინაშე არსებულ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის მისალოც გზავნილში.