ამის შესახებ ეკვადორის მედია იუწყება.
2024 წლის 12 დეკემბერს გალაპაგოსის არქიპელაგის სანტა-კრუზის კუნძულზე, ბალტრას გამზირზე მოძრაობისას, ავტომობილის მძღოლმა ახალგაზრდა სპილოსებრ კუს (გალაპაგოსის გიგანტურ კუს) გადაუარა და მოკლა.
2025 წლის 28 იანვარს გალაპაგოსის ეროვნული პარკის დირექტორატმა მძღოლს კუს მოკვლისთვის 13 248 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, - ნათქვამია ეკვადორული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.