ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი ფრანგული გამოცემის, Harper's Bazaar-ის სექტემბრის ნომრის ციფრულ გარეკანზე მოხვდა.
View this post on Instagram
ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას რამდენიმე წელია მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის შანელის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა, იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა. ის Models.com-ის ტოპ 50 ახალგაზრდა მოდელს შორისაც დასახელდა.