ილონ მასკის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ტვიტი ეპშტეინის საქმეში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფიგურირების შესახებ, აღარ იძებნება.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მისი საარჩევნო კამპანიის უმსხვილეს დონორს, ილონ მასკს შორის ერთმანეთისადმი პრეტენზიების წაყენების დროს მასკმა X-ზე მიანიშნა, რომ არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის, საქმის მასალები სრულად არ გასაჯაროების მიზეზი მასში დონალდ ტრამპის სახელის ფიგურირებაა.
„ნამდვილად დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი არის ეპშტეინის ფაილებში. ესაა ნამდვილი მიზეზი, რის გამოც არ გასაჯაროვდა ისინი. სასიამოვნო დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!“, – დაწერა მასკმა.
ცოტა ხნის წინ ამერიკის, შემდეგ კი სხვა ქვეყნების მედიამ დაწერა, რომ მასკმა წაშალა ზემოხსენებული პოსტი, რაც, შესაძლოა, დაზავებისკენ ნაბიჯის გადადგმისკენ მიუთითებდეს.