მაროკომ უკრაინას T-72 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ცნობილია, რომ 20-მდე ტანკი გასულ კვირას მოდერნიზაციისთვის ჩეხეთში გადაიგზავნა.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, რამშტაინის შეხვედრაზე მიიღეს.