ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას ხუთ ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთი, ალბანეთი და კოსოვო მიიღებენ.

შესაბამისი შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში გამართული „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა.

ტრამპის განაცხადებით, ღაზაში ჯარების გაგზავნას ხუთი ქვეყანა დათანხმდა: მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი.

სხდომაში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაადასტურა მზადყოფნა „მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს“ სამხედრო დანაყოფების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მშვიდობისმყოფელი დამკვირვებლების ღაზაში გაგზავნით.

თოყაევის თქმით, ასტანა ასევე გამოყოფს დაფინანსებას, საკვებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის და მონაწილეობას მიიღებს დანგრეული შენობების აღდგენაში.

საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს ევალებათ ღაზაში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მტკიცე მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა.