არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში თქვა.
"ჩვენ გავივლით იმავე პროცესს USAID-ში, რასაც ახლა სახელმწიფო დეპარტამენტში გავდივართ. ვფიქრობ, არის რაღაც... მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ამის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით ჯობია, თუ უკეთესია - რეფორმირებული USAID-ით", - ამბობს მარკო რუბიო.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუბიო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.