ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმების მცდელობების გაგრძელებით, რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს, — დარწმუნებულია NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. 

"რუსეთი აგრძელებს თავის უპასუხისმგებლო კამპანიას NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებებით. ის ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი გადაწყვეტილება და შეაჩეროს უკრაინის მხარდაჭერა. მაგრამ რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინის საბრძოლო ველზე და ვერ ახერხებს ჩვენი ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის შერყევას", — განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.

მისი თქმით, NATO-ს სიგნალი მოსკოვის მისამართით ცალსახაა. "ჩვენ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ და არა ნაკლებს", — გაუსვა ხაზი მან. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსის თანდასწრებით გამოსვლისას, რუტემ NATO-ს ქვეყნებს მოუწოდა "შენაინარჩუნონ სიმშვიდე, განაგრძონ მოქმედება და მხარი დაუჭირონ უკრაინას". მან დასძინა, რომ მოსკოვში იციან — ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო ძლიერია.  

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთი ახორციელებს ფარულ აგრესიულ აქტებს იმ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც კიევს უჭერენ მხარს — მათ შორის, კიბერთავდასხმებს, დრონების შეტევებს, დივერსიებს წყალქვეშა კომუნიკაციებზე, ასევე მიგრანტების მიზანმიმართულ გამოყენებას თავისი ინტერესებისთვის. ევროპაში დარწმუნებულნი არიან, რომ ამით მოსკოვი უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობს.