ასეთი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა.
მარია ზახაროვას თქმით, რუსეთს არ სურს, მაგრამ, ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოუწევს საქართველოს შეყვანა არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში და მასზე ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომების გავრცელება, რასაც მოჰყვება თანამდევი შედეგები მინერალური წყლის, ხილის, ღვინის და სხვა პროდუქციის რუსეთში შეტანით დაკავებული ქართველი მწარმოებლებისთვის.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელის ანტირუსული სანქციების დაცვა კავკასიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიას მძიმე დარტყმას მიაყენებს და მას რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან შეღავათიანი სავაჭრო შეთანხმებების გარეშე დატოვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, ძლიერ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას, რომლებიც დაკარგავენ ერთმანეთთან ნორმალურად ვიზიტის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საქართველო იძულებული გახდება შეუერთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ემბარგოს“, - თქვა მარია ზახაროვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო მიმწოდებელია.




