მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამობის ტესტის ჩასატარებლად, მხატვარ სალვადორ დალის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სააგენტო EFE ავრცელებს.
მიზეზი 60 წლის პილარ აბელის მოთხოვნა იყო, რომელი ირწმუნება, რომ მხატვრის ქალიშვილია. პილარი აცხადებს, რომ 1955 წელს დედამისსა და სალვადორ დალის რომანი ჰქონდათ.
ქალბატონის თქმით, აღნიშნულის შესახებ მას ბებიამ უამბო. 2007 წელს, სალვადორ დალის მამობის ტექსტის ჩასატარებლად დნმ-ის ტესტი უკვე ჩაუტარდა. თუმცა, აბელი აცხადებს, რომ მას ექსპერტიზის შედეგები არ მიუღია.
მხატვარი, რომელიც 1989 წელს გარდაიცვალა, კატალონიის პროვინციის ქალაქ ფიგერასში საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში, მარისტების ორდენის აკადემიაში.
1934 წელს დალი გალაზე ოფიციალურად დაქორწინდა. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა. სალვადორ დალი 1989 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა.