საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების დასაცავად აუცილებელია დისკუსიები გაიმართოს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამის ამის შესახებ მანკრონმა 5 მარტს ერისადმი მიმართვისას განაცხადა. იუწყება Le Monde.

მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვულმა პოტენციალმა 1964 წლიდან ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

"გერმანიის მომავალი კანცლერის ისტორიულ მოწოდების საპასუხოდ, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ევროპის კონტინგენტზე საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების გამოყენების თაობაზე", - განაცხადა მაკრონმა

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, "გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და იქნება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში".