ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ლატვიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოლდოვას უკრაინასთან 1200-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. უკრაინა ჩვენი ფარია. ყოველდღე, როცა უკრაინა ფეხზე დგას, მოლდოვაც ფეხზე დგას. უკრაინის სუვერენიტეტის გადარჩენა მოლდოვის სუვერენულობისგან გამოყოფილი არ არის. ეს მისი წინაპირობაა. მოლდოვა ამას არ დაივიწყებს.

უკრაინის მხარდაჭერა, ევროკავშირში მოლდოვის დამკვიდრება და ჩვენი დემოკრატიების დაცვა სამი სხვადასხვა მიზანი არაა. ამას საერთო სტრატეგიული ლოგიკა გააჩნია. ევროპა, რომელსაც სერიოზული დამოკიდებულება აქვს უსაფრთხოების მიმართ, სერიოზული უნდა იყოს თავის აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართაც. არ შეიძლება, ის, ერთი მხრივ, უკრაინას უჭერდეს მხარს მაშინ, როცა, მეორე მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს სხვებთან ნაცრისფერ ზონაში ტოვებს... მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, არა როგორც გულუხვობის ნიშნად, არამედ როგორც სტრატეგიული თანმიმდევრულობის მაგალითად", - განაცხადა სანდუმ.