მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაძოელინამ ქვეყნის პარლამენტი იმპიჩმენტის შესახებ დაგეგმილი კენჭისყრის წინ დაითხოვა. როგორც BBC წერს, პრეზიდენტმა ამის შესახებ "უსაფრთხო ადგილიდან" დისტანციურად მიმართვის დროს განაცხადა.

მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ანდრი რაძოელინა აცხადებს, რომ იძულებული გახდა, თავი უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

თუმცა, როგორც BBC იუწყება, მადაგასკარის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება და მისი გადაწყვეტილება უკანონოა.