ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო აქებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და განიხილავს მასთან ერთად ნობელის მშვიდობის პრემიის გაზიარების შესაძლებლობას.
ამის შესახებ მან Fox News-ზე განაცხადა შონ ჰენიტისთან ინტერვიუს დროს.
კითხვაზე, უკვე შესთავაზა თუ არა ტრამპს პრემია, მან უპასუხა:
„ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მე აუცილებლად მინდა პირადად ვუთხრა მას, რომ ჩვენ - ვენესუელელ ხალხს, რადგან ეს ვენესუელელი ხალხის ჯილდოა - გვინდა, რომ ეს მას გადავცეთ და ვუწილადოთ“.




