აშშ–ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. როგორც ოსტინი სოციალურ ქსელში წერს, იგი უკრაინელ ლიდერებს შეხვდება.

მისი თქმით, ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"მე ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს ვარ აქ, რათა მათ მივაწოდო მნიშვნელოვანი გზავნილი - აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში", - წერს ოსტინი.