აშშ NATO-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია La Repubblica ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადითაც სურს, თუმცა ის განიხილავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას, როგორც სარეზერვო ვარიანტს და ეს შესაძლებლობა აშშ-ის ხელმძღვანელობის პოზიციიდან გამომდინარე სულ უფრო რეალური ხდება.

იტალიური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ხანია მიანიშნა, რომ დადგა დრო, ალიანსის გენერალური მდივანი ქალი გახდეს.