რუსეთის მოქალაქეების 29% მიიჩნევს, რომ აგრესორმა ქვეყანამ ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს. ამას შესახებ რუსული Левада-центр-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
რუსების ნახევარზე მეტს (56%) მიაჩნია, რომ ამ ტიპის იარაღის გამოყენება გამართლებული არ არის.
გამოკითხულთა მესამედზე ნაკლებს (29%) სჯერა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზადაა საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს, 60% კი საპირისპირო აზრზეა.
რესპონდენტთა უმეტესობა, ვინც ამართლებს ბირთვული იარაღის უკრაინაში გამოყენებას, არიან 25-39 და 40-54 წლის რუსები (თითოეული 32%), მათ შორის, ვისაც მოსწონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუშაობას (32%) და ვისაც სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (33%).
კვლევა 2023 წლის 20-26 აპრილს, ქალაქის და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. რუსეთში 18 წლის და უფროსი ასაკის 1623 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა სახლში, პირადი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.