კრივოი როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 58 პირი, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი.
ინფორმაციას ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.
მისი თქნით, შაბათის დილის მონაცემებით, საავადმყოფოში 28 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ხუთი ბავშვი, რომელთაგან ერთი სამი წლის გოგონაა. 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 20 წლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფელდშერი და შვიდი წლის ბიჭი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დილით განაცხადა, რომ იერიში კრივოი როგის თბოელექტროსადგურზე მიიტანა. რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, აღნიშნული ობიექტი უკრაინის სამხედრო მრეწველობის საწარმოების მუშაობას უზრუნველყოფს.








