აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი 19 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა.

კელოგს კიევის სადგურში უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

კიევში ვიზიტის შესახებ საუბრისას, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "ეს არის პოტენციური მოლაპარაკებების გამართვის კარგი შანსი".

"ჩვენ მოგისმენთ. მზად ვართ, უზრუნველვყოთ აუცილებელი დახმარება. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილი არის მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები აშშ-ში, ვესაუბრები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვიგებთ" - ამბობს კელოგი

კელოგმა ასევე გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა.

"მან კარგად იცის, რომ ხალხი იტანჯება, ესმის, რამდენი ნგრევაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს" – აღნიშნა კელოგმა.