უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა. ამის შესახებ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს.

"ჟენევისკენ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი წინ არის. გზადაგზა, მე და ჩემი კოლეგები განვიხილავთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს და სწორი დასკვნებს მოვძებნით. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს", - წერს ბუდანოვი.

ბუდანოვმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის მატარებელში კოლეგებთან ერთად მგზავრობს, რომლებიც ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრებიან.