ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა. როგორც სახელმწიფო გამოცემა Ria Novosty წერს, პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად სად გაიმართება ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
"ჯერჯერობით არ ვამბობთ, შორეულ აღმოსავლეთში", - თქვა მან.
ჩრდილოეთ კორეის მედია წერს, რომ კიმი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.
სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში სამშაბათს დილით ჩავიდა.
კიმ ჩენ ინი იშვიათად ტოვებს ქვეყანას. 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ის ქვეყნიდან შვიდჯერ გავიდა, აქედან ოთხჯერ იყო ჩინეთში.
"ეს სრულფასოვანი ვიზიტი იქნება", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.