ხუთმა არაბულმა ქვეყანამ, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ ერთობლივ განცხადებაში დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა.
განცხადების ხელმომწერთა შორის არიან ეგვიპტე, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის უარი საფრთხეს უქმნის დონალდ ტრამპის მცდელობებს, დასრულდეს ომი ღაზაში.
ხელმომწერი ქვეყნები მოითხოვენ, რომ აშშ აქტიურად და მუდმივად ჩაერთოს პროცესში, რათა ისრაელმა სრულად შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და არ შეუშალოს ხელი მის განხორციელებას.
განცხადების მიხედვით, ისრაელს ეკისრება „პირდაპირი და სრული პასუხისმგებლობა“ გეგმის უარყოფის, გაჭიანურების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებისმიერ შედეგზე.




