ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის პრესა ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელოვარ=ბეოგორსკის რაიონის ქალაქ დუროვარის ხანდაზმულთა სახლში 1973 წელს დაბადებული გადამდგარი სამხედრო პოლიციელი შეიჭრა და იქ მყოფი დედა, კიდევ სამი პაციენტი და ხანდაზმულთა სახლის ერთი თანამშრომელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა და სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი, თუმცა იგი მალევე, იქვე ახლოს, დააკავეს კაფეში, სადაც მან პისტოლეტი კი მაგიდაზე დადო და სასმელი შეუკვეთა.
პაკრაცის ოლქის საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, მათთან მიყვანილი შვიდი დაჭრილიდან, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.