ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 84,5%-დან მიღებული ბიულეტენები დაამუშავა, რაც ამომრჩეველთა 77,6%-ის დათვლის ტოლფასია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ატვირთული მონაცემების თანახმად, სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიები (ნეთანიაჰუს მხარდამჭერები) ჯამური 54 მანდატს ეუფლებიან, მისი მოწინააღმდეგეები კი 66 მანდატს.

მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემების განახლება 4 ნოემბრამდე აღარაა მოსალოდნელი. მანამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯარის, დიასპორის, საავადმყოფოების უბნებზე მიცემულ ხმებს დათვლის და საჩივრებს განიხილავს.

სამთავრობო კოალიცია:
ლიკუდი (ბენიამინ ნეთანიაჰუ) - 27 მანდატი
გაერთიანებული თორა იუდაიზმი - 7 მანდატი
ოცმა იეჰუდიტი - 7 მანდატი
შასი - 7 მანდატი
რელიგიური სიონიზმი & ზიჰუტი (იდენტობა) - 6 მანდატი

ოპოზიცია:
იაშარი (გადი აიზენკოტი) - 22 მანდატი
ბიახადი - 12 მანდატი
დემოკრატები - 8 მანდატი
იისრაელ ბეიტანუ - 7 მანდატი

არაბული უმცირესობების ინტერესების დამცველები:
გაერთიანებული სია (პარტიები: ჰადაში, თაალი და ბალადი) - 11 მანდატი
რაამი - 6 მანდატი

მოამზადა რაულ კაპანაძემ