მალაიზიამ და ფხენიანმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობის შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება ვერ შეძლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას KHK მალაიზიის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მალაიზია კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ჩრდილოეთ კორეის ორ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა პირობას დებს, რომ მალაიზიის 9 მოქალაქეს გაათავისუფლებს.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ინიციატივით შეწყდა.

4 მარტს, მალაიზიის ხელისუფლებამ კუალა ლუმპურში ჩრდილოეთ კორეის ელჩი, კანა ჩჰოლია პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სააგენტოს ცნობით, მალაიზიის ხელისუფლების გადაწყვეტილება კუალა ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის მკვლელობას უკავშირდება.

თებერვალში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა განაცხადა, რომ ფხენიანი კიმ ჩენ ნამის მკველელობის საქმის გამოძიებაში მალაიზიის ხელისუფლებას არ ენდობოდა. მან ასევე „უცხო ძალები შეთქმულებაში“ დაადანაშაულა.