კენიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

1547717078
კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმრო DusitD2-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა აფეთქების საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ყველა ტერორისტი განადგურდა და მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი მთლიანად გაიწმინდა.
მსხვერპლთა შორის კენიის, ასევე ამერიკის, ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, კენიაში თავდასხმა 15 იანვარს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული თავდასხმებითაა ცნობილი.