სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი კომერციული დანიშნულების შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, – იუწყება BBC.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van's RV-10-ია. შენობა კი, რომელსაც ის შეეჯახა, ავეჯის საწარმოა.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უცნობია ისიც, ვინ არიან დაღუპული ადამიანები – საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.




